თეგი: დიმიტრო კულება

ლიხტენშტაინი უკრაინის მიერ ინიცირებულ „ყირიმის პლატფორმას“ შეუერთდა

ლიხტენშტაინის სამთავრო  უკრაინის მიერ ინიცირებულ „ყირიმის პლატფორმას“ შეუერთდა, ამის შესახებუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიხტენშტაინი არ მონაწილეობდა ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სამიტში, მაგრამ დღეს ის შეუერთდა უკრაინის ძალისხმევას, დაიბრუნოს ყირიმი. „ჩემმა კოლეგამ ლიხტენშტაინიდან მითხრა ძალიან კარგი ამბავი - მან დღეს ოფიციალურად დაადასტურა შეხვედრაზე, რომ ლიხტენშტაინი უერთდება ყირიმის პლატფორმას", - განაცხადა კულებამ უკრაინული მედიის ცნობით. ყირიმის პლატფორმა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის დიპლომატიური ინიციატივაა. პლატფორმის პირველი სამიტი 2021 წლის 23 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობიდან 30-ე წლისთავზე შედგა.  „ყირიმის პლატფორმა“ ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, რათა გაზარდოს ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს უსაფრთხოების გამოწვევაზე რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, დაიცვას საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი და მიაღწიოს მთავარ მიზანს: ყირიმის დეოკუპაციას და ნახევარკუნძულზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას. პლატფორმა ფუნქციონირებს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების, საპარლამენტო თანამშრომლობისა და ექსპერტთა ქსელის დონეებზე.

დმიტრო კულება ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: ვთანხმდებით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იტყობინება. „ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას. ვთანხმდებით, რომ მეტი უნდა გაკეთდეს რუსული აგრესიის შესაჩერებლად და რუსეთის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. მადლიერნი ვართ აშშ-ის მტკიცე თანადგომისთვის. უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს კულება Twitter-ზე.  

დარჩიაშვილი კულებას: ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას

"მადლობას ვუხდი დმიტრო კულებას კეთილი სურვილებისთვის" - საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინელ კოლეგას Twitter-ზევე პასუხობს. "დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგობრობას უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის, საერთო წარმატებების მისაღწევად და გამოწვევების დასაძლევად. ძლიერ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნისა და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ" - წერს ილია დარჩიაშვილი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას ელის. მანამდე უკრაინიას საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილითან მუშაობას.  ცნობისთვის, 4 აპრილს ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.

კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: კიევის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა

"დღეს დილით, კიევის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა", - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება ავრცელებს. ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ჩერნიგოვის რეგიონს 10-ზე მეტი რაკეტა მოხვდა მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონზე. ამასთან, ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა გამარჯვების მიმავალ გზაზეა. ამის შესახებ კულება სოციალურ ქსელში წერს. "ძვირფასო პოლიტიკოსებო, ექსპერტებო, მედია და აკადემიკოსებო საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს უჭირს უკრაინის გამარჯვების წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ მისკენ მიმავალ გზაზე ვართ. სჯობს ახლავე მოემზადოთ რუსეთის დამარცხებისთვის, იმის ნაცვლად, რომ ახსნათ, რატომ არ შეუძლია ან არ უნდა მოიგოს უკრაინას", - წერს კულება. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრაზე უკრაინისთვის კრიტიკული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. ვლადიმერ პუტინი ბელორუსში ჩავიდა პუტინის მტკიცებით, რუსეთი არ არის დაინტერესებული ვინმეს შთანთქმაში მისივე თქმით, პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას. "პუტინი აგრძელებს ლუკაშენკოს დარწმუნებას, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას. ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელარუსის სამხედრო ინფრასტრუქტურის მთელი რიგი ობიექტები და მთლიანად მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილი რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარება“, - აღნიშნა კულებამ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთმა კახოვკის კაშხალი გაანადგურა - ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალბათ, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფაა ევროპაში

რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ალბათ, გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს.   "რუსეთმა გაანადგურა კახოვკის კაშხალი, რამაც ალბათ გამოიწვია ევროპის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ათასობით მშვიდობიანი მოსახლე საფრთხეში ჩააგდო. ეს არის საშინელი ომის დანაშაული. რუსეთის, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერორისტის შეჩერების ერთადერთი გზა არის მისი გაძევება უკრაინიდან", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.   ცნობისთვის, უკრაინამ 6 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხსენებული კაშხალი ააფეთქეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.